თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, ეკატერინე კიკნაძემ თეა წულუკიანისა და მუზეუმის დირექტორატის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. კიკნაძე ჯერ მუზეუმის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე მისი თანხმობის გარეშე გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ეკატერინე კიკნაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)