თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.
„უკრაინა რუსული აგრესიის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა. რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ძირს უთხრის მშვიდობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთლიანად რეგიონსა და მსოფლიოში.“
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)