თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი გმობს რუსეთის ღია, ფართომასშტაბიან აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება არის მიუღებელი აგრესიის აქტი, რომელიც არღვევს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. ომი დამანგრეველია და იგი ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ადამიანის უფლებათა არნახული მასშტაბით დარღვევებს.
ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ მათთვის“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)