თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში: „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ გამოაქვეყნა.
„ანგარიში მიმოიხილავს 2021 წლის განმავლობაში თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ არსებულ დაბრკოლებებს, რომელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ლგბტ+ თემის წევრები და სხვა დაუცველი ჯგუფები აწყდებოდნენ.
მასში ასევე შეფასებულია ახალი კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით დაწესებული რეგულაციების თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობა; სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზები თანასწორობის უფლების დაცვის მხრივ და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მოსაზრების გამო სახელმწიფო სამსახურში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევები. ანგარიშს შესაბამისი უწყებების მიმართ შემუშავებული რეკომენდაციები ერთვის თან“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)