იმერეთი. „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” შეხვედრა გამართა ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებს რეკომენდაციები მიეწოდათ საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტის - დებულების ირგვლივ, რათა მორიგ სხდომაზე დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანონ მისი სრულყოფის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობაც.
ბაღდათის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)