სამეგრელო. 28 თებერვალს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მოეწყო სასაწავლო ვიზიტი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - ასოციაცია „ათინათის“ და ასოციაცია „მერკური“-ს ოფისში.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ახლად შექმნილი, ნაკლები გამოცდილების მქონე ორგანიზაციები.
სასწავლო ვიზიტების მიზანია ერთის მხრივ, გაიზარდოს, იმერეთის მხარის CSO’s/CBO’s წარმომადგენლების გამოცდილება ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით და მეორეს მხრივ, გაფართოვდეს საკონტაქტო პირთა წრე მოსაზღვრე რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების სახით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)