თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა.
„2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა. 2021 წელს იგი კვალავ გაიზარდა, თუმცა 2019 წლის დონემდე ჯერ მაინც არ მიუღწევია. 2020 წელს საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო (საქართველოს ნომინალური მშპ-ს 5.7%), 2021 წელს კი — 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე (მშპ-ის 6.7%). 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებლები 1.6 მლრდ დოლარი და მშპ-ის 9% იყო.
რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთმა შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაგვიწესოს და ამით ეკონომიკური ზიანი მიაყენოს საქართველოს, აღნიშნული ზიანის თავიდან ასაცილებლად კი პოლიტიკური ფასის გადახდა მოითხოვოს. უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთის მიმართ დასავლეთის ქვეყნებმა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს, რაც ბუნებრივად შეამცირებს საქართველოს შემოსავლებს რუსეთიდან და მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ლარის გაცვლით კურსზე და სეგმენტურ ბაზრებზე, მაგალითად ღვინის ექსპორტზე და ხორბლის იმპორტზე“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)