შიდა ქართლი. 7 მარტს, „საზოგადოება ბილიკში“ (შიდა ქართლის რეგიონული ჰაბი), გორის ახალგაზრდულ საბჭოს წევრი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი გაიმართა თვითმმართველობის სტრუქტურის და ორგანიზაციული მართვის შესახებ.
გორის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება ხდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად-ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. გორის ახალგაზრდული საბჭოს მხარდამჭერია გორის მუნიციპალიტეტის მერია.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)