en
ge

ომბუდსმენისა და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება

ომბუდსმენისა და მასთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავცელებს.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული შიშები და კითხვები გაჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მიზნობრიობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია იყოს საზოგადოების ინფორმირებულობაზე და არა მხოლოდ ემოციებსა თუ შიშებზე დაფუძნებული, რადგან იგი მარტივად შეიძლება გადაიზარდოს სიძულვილის ენის ფართოდ გამოყენებასა და პირთა ეროვნული ნიშნით შევიწროებაში, რაც კატეგორიულად მიუღებელი და სახიფათო მოვლენაა.

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასაშუალებებს და ჩვენს თანამოქალაქეებს, სოციალური ქსელების მომხმარებლებს, ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ინფორმირებული დისკურსის შექმნას და არ დავუშვათ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები“.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)