en
ge

სსო-ები მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების რეალური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

სსო-ები მთავრობას უკრაინელი ლტოლვილების რეალური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უკრაინიდან ლტოლვილების ორგანიზებული მიღებისა და უკვე საქართველოში მყოფი ლტოლვილების რეალურ მხარდაჭერაზე მიმართული სისტემური პოლიტიკის ამუშავებისკენ.

„უკრაინიდან ლტოლვილების შემოსვლის ტენდენცია ჩანს საქართველოშიც. ჩვენი დაკვირვებით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თავშესაფრის მოძიებას ძირითადად ის უკრაინელები ცდილობენ, ვისაც საქართველოსთან ნათესაური, საოჯახო ან სხვა მყარი კავშირები აქვთ. ამ რეალობის მიუხედავად, აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია პროაქტიური ნაბიჯები ლტოლვილების უკრაინიდან ორგანიზებული გამოყვანისა და შემდგომში უკვე საქართველოში მათი სათანადო და რეალური მხარდაჭერის მიზნით. უფრო მეტიც, საქართველოში რჩება ათასობით უკრაინელი ტურისტი, რომელმაც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო დაბრუნება ვერ მოახერხა და ისინი ასევე გადაუდებელი სოციალური მხარდაჭერის წინაშე დგანან“. 

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)