იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მორიგი სემინარი გამართა ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის.
„მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარი ჩაატარა ელექტრონული მონაწილეობისა და დემოკრატიის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.
ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)