თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" საქართველოს ჰოსპიტალური სექტორის კვლევას აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰოსპიტალური მდგომარეობა ქვეყანაში, საავადმყოფოების პრივატიზება, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება, დაზღვევის რეგიონალური სისტემა და ა.შ.
ანგარიშის მიხედვით, სავადმყოფოების 40 %–ზე მეტის მფლობელი რეგიონებში სადაზღვევო კომპანიებია, 29 %–ის შემთხვევაში ფიზიკური პირები და სავადმყოფოების 18 % –ის შემთხვევაში კი კერძო პირები.
„საერთაშორისო გამჭივრვალობა–საქართველოს" მიერ ეს რიგით მეორე ანგარიშია, რომელიც ჯანდაცვის სისტემის კვლევას ეხება. იგი მომზადებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფაგლებში. ორგანიზაცია კიდევ ერთ ანგარიშს ამზადებს, რომელიც სადაზღვევო სექტორს ეხება და რომლის პრეზენტაციაც უახლოეს მომავალში იგეგმება.