იმერეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: წყალტუბოს საკრებულოს წევრის კომპანიებმა 63 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს.
ორგანიზაციამ დაადგინა, რომ წყალტუბოს საკრებულოს წევრის, ჯეირან ომანაძის კომპანიებმა 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 63 039 857 ლარი მიიღეს.
„ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ „როსტვერკმა” პარტია „ქართულ ოცნებას” 2017-2021 წლებში 135 000 ლარი შესწირეს.
ჯეირან ომანაძე, რომელიც გვიშტიბის თემის მაჟორიტარია და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს, არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებსაც“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)