თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოქვეყნა კვლევა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების საჭიროებებისა და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება საქართველოში.
„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვა, პოლიტიკის დონეზე, არ არის პრიორიტეტული მიმართულება. გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით შესაბამისი რეგულაციებისა თუ პროგრამების შექმნაში გამოიხატება, შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დასაცავად ეფექტიან გზად ვერ ჩაითვლება. ეს მიდგომები და პროგრამები ვერ ხედავენ შშმ ქალებისა და გოგოების საჭიროებებს, რომელიც უმეტესად, შესაძლოა, განსხვავდებოდეს შშმ კაცების საჭიროებებისგან“.
ანგარიში მომზადდა ომბუდსმენის აპარატის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)