თბილისი. 2022 წლის 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 83 და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის გამართვიდან 31 წელი შესრულდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 31 მარტის რეფერენდუმი ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა (ზნაური) და ჯავის რაიონებში არ გაიმართა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა.
ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11,376 იყო. სარეფერენდუმო კითხვაზე დადებითი პასუხი დააფიქსირა 10,180 ამომრჩეველმა (99,68%).
IDFI გთავაზობთ რუსეთში, „ელცინ ცენტრში“ დაცულ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება აღნიშნულს და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის სხვა საინტერესო საკითხებს.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)