5 აპრილს 12:00 სათზე ონლაინ ფორმატში გაიმართება საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეები გაეცნონ კვლევის მიგნებებსა და შედეგებს, იმსჯელონ მომზადებულ დოკუმენტში განხილულ საკითხებზე და მონაწილეობა მიიღონ საკითხის გარშემო გამართულ დისკუსიაში.
ონლაინ შეხვედრას მართავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ - ფარგლებში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)