თბილისი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს.
ამ ეტაპზე ორგანიზაცია ჩართულია 19 პირის საქმეში.
4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავას და დეა მამისეიშვილის საქმეზე განაჩენები გამოაცხადა.
„საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით დადგენილი წესით საია-ს ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ დასაბუთებული განაჩენის გადმოცემის მოთხოვნით“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)