en
ge

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების განცხადება

თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. „თანასწორობის პრინციპისადმი ჩვენი ერთგულებიდან გამომდინარე საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლას ვუერთდებით", ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა მწვანეები მიიჩნევენ, რომ „უნდა შეწყდეს ადამიანების გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია და უნდა დაიწყოს მარგინალიზებული ჯგუფების საზოგადოების სრულფასოვან ნაწილად ქცევის პროცესი.  საქართველოს ხელისუფლებამ მეტი რესურსი და ენერგია უნდა მოახმაროს სამოქალაქო განათლებას, რათა საზოგადოება ჩაგრულთა მიმართ გახდეს სოლიდარული, ხოლო მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლური".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)