თბილისი. კოალიციის ინფორმაციით, 8 აპრილს ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა გამოვლინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს ფარგლებშიც. ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მედიის ნაწილი, მათ შორის, „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მედიის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ...
კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას უარი თქვას მედიის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)