en
ge

საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები...

საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები...

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევით დოკუმენტს: საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები: 2017-2021 წლების სახელმწიფო პოლიტიკა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დევნილი ოჯახების დაახლოებით 50% (45 903 ოჯახი) კვლავ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, სახელმწიფოს მინიმუმ 20 წელი დაჭირდება ყველა დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.

IDFI მიიჩნევს, რომ დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაჩქარებისთვის აუცილებელია: სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად, გაიზარდოს დევნილი ოჯახების განსახლებისთვის არსებული დაფინანსება.

გაიზარდოს სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების ეფექტიანობა, რაც გამორიცხავს ამ მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ათვისების პრობლემას.

საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს დევნილთა განსახლების დაფინანსებისთვის დონორი ორგანიზაციების მოძიება.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)