en
ge

გამოფენა – მრავალეროვანი თბილისი

გამოფენა  –  მრავალეროვანი თბილისი
თბილისი. გალერეა „უნივერსში" არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალთა საბჭომ" ეროვნული უმცირესობების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. გამოფენაში თბილისში მცხოვრები 12 ეთნოსის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებაზე მათ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინეს.

გალერეა „უნივერსში" არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალთა საბჭომ" ეროვნული უმცირესობების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო. გამოფენაში თბილისში მცხოვრები 12 ეთნოსის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებაზე მათ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინეს.

„თბილისის მრავალეროვან მოსახლეობასთან ურთიერთობა ჩვენ ფაქტობრივად ტრადიციად გვაქვს ქცეული. წლევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამ ტრადიციის ერთ–ერთი გამოვლინებაა. მიზანი, რასაკვრიველია, ერთია – კიდევ ერთხელ გავახსენოთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ვართ ერთი ქალაქის მკვიდრნი, რომ ჩვენ ყველას ერთნაირად გვიყვარს ჩვენი ქალაქი, თუნდაც ერთმანეთი და ამ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება" – ამბობს არასამთვრობო ორგანიზაცია „საქართველო ქალთა საბჭოს" კულტურის დარგის კურატორი და ქალაქ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელი, ცისანა ქოჩეჩაშვილი.

გამოფენა 5 მარტს დაიხურება, 7 მარტს კი საქართველოს ქალთა საბჭოს ორგანიზებით ფოლკლორული საღამო გაიმართება, რომელშიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტი 3 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ჩატარდება. ღონისძიება „მრავალეროვანი თბილისი" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)