თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 20 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციის „რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანა“ - სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა სკოლებში ისტორიული განათლების მოდიფიცირებას, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ „ყალბი ამბების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ისტორიის ფალსიფიცირება, ფაქტების დამახინჯება და კონტექსტის გარეშე გამოყენება ერთ-ერთი სტრატეგიაა, რომელსაც თანამედროვე რუსულ ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
ანალიზში მიმოხილული მეთოდებისა და ნარატივების საშუალებით, რუსეთი წლების განმავლობაში ამზადებდა იდეოლოგიურ საფუძველს და შესაბამის ისტორიულ ნარატივს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციისთვის.“
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)