თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა დააკმაყოფილა ნინო წილოსანის სარჩელი შოთა დიღმელაშვილის წინააღმდეგ.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, შოთა დიღმელაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ნინო წილოსანი არის შპს „სანოს“ მფარველი, ე.წ „კრიშა”, ცილისმწამებლურია და არღვევს მის პატივსა და ღირსებას. მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება აგრძელებს ქვეყანაში კრიტიკული მოსაზრებების ჩახშობას“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია გააგრძელებს შოთა დიღმელაშვილის ინტერესების დაცვას ზემდგომ ინსტანციებში.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)