en
ge

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშები

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშები

თბილისი. 28 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი სპეციალური ანგარიში წარმოადგინეს.

„ერთი ანგარიში ეხება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებსა და უფლებრივ მდგომარეობას; მეორე ანგარიშში კი ქვემო ქართლში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და არსებული განწყობების შესახებ კვლევის ძირითადი მიგნებებია განხილული.

კვლევამ აჩვენა, რომ რიგი სოციალურ-კულტურული ფაქტორები, უპირატესად კი, გენდერული ნორმები და სექსუალობასთან დაკავშირებული სტიგმა, ხშირად იწვევს არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დარღვევას. ამას ემატება ინფორმაციის ნაკლებობა, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს ენობრივი ბარიერი“.

სრულად...

წყარო: www.ombudsman.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023