თბილისი. 11 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ საერთო კვლევის ანგარიში წარადგინეს - „პენიტენციურ სისტემაში კოვიდ 19 პანდემიის გავლენა პატიმრების და პერსონალის ჯანმრთელობის და სხვა სახის უფლებრივ მდგომარეობაზე“.
„კვლევაში შეფასებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ჩათვლით პანდემიის პირობებში მიღებული განსაკუთრებული ზომების ზეგავლენა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე.
კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ პანდემიის პერიოდში გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული შეზღუდვების პოლიტიკა და შესაბამისი ძალისხმევა არ იქნა გაწეული გადაწყვეტის ალტერნატიული შესაძლო გზების მოძიების მიმართულებით“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)