სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, სენაკის მერიის 2022 წლის მარტში გამოცხადებულ 5 ტენდერში - ჯამური ღირებულება 2 614 550 ₾ - სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანიამ, სს „არქეოპოლისმა“ და ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანიამ, შპს „ინდიკომ“ უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სენაკის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნანა ზარანდია, წარსულში „არქეოპოლისის“ დირექტორი იყო. ის სენაკის მერიის სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეცაა და შესყიდვის დოკუმენტებში ხელს აწერს, რომ არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს სენაკის მერიის ტენდერებში სს „არქეოპოლისისა” და შპს „ინდიკოს” მონაწილეობის პროცესი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)