თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: მონაცემების გლობალური ბარომეტრის კვლევის შედეგები - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების შედეგების მიმოხილვა.
„მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB) ერთიანი მეთოდოლოგიით, სხვადასხვა ინდიკატორების საფუძველზე, აფასებს 108 ქვეყანას და შედეგად ადგენს ქვეყნების რეიტინგს. ბარომეტრის მეშვეობით შესაძლებელია არსებული გამოწვევების და კარგი პრაქტიკის გამოკვეთა, და ქვეყნების შედეგების ერთმანეთთან შედარება.
GDB-ის საერთო შედეგების მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის 12 ქვეყნიდან საქართველო 40.25 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, უკრაინის, სომხეთის, ყაზახეთის და მოლდოვას შემდეგ.
საქართველომ რეგიონში ერთ-ერთი დაბალი შედეგი მონაცემთა მართვის/განკარგვის კომპონენტში აჩვენა, რამაც ცხადყო, რომ აუცილებელია ღია მონაცემების ერთიანი პოლიტიკის, საჯარო მონაცემების მიმოცვლის საკანონმდებლო ჩარჩოსა და საჯარო მონაცემების მართვის/განკარგვის ერთიანი სტანდარტის არსებობა“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)