თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება 2021 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური ორგანიზაციების, პოლიტიკოსების და სხვა პირთა შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მიმდინარე გამოძიების პროცესს.
„მიგვაჩნია, რომ თბილისის პროკურატურის რეაგირება არსებითად არაეფექტიანია და სამართლებრივი შედეგის დადგომას მიზნად არ ისახავს. გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ამ დრომდე არ არის გამოკითხული შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა ნაწილი, ხოლო უკვე გამოკითხული პირებიდან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე პროკურატურამ და სასამართლომ ყველას დაუსაბუთებელი უარი განუცხადა. დანაშაულის მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის არარსებობის პირობებში, გამოძიების მიმდინარეობის, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების თაობაზე ინფორმაცია ხელმიუწვდომელი რჩება“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: mediacoalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)