en
ge

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს

მედიის ადვოკატირების კოალიცია განცხადებას ავრცელებს

თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას “TV პირველის” წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლის შესახებ.

2022 წლის 24 ივნისს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს თავს დაესხნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ გადამღებ ჯგუფს აგრესიული პირები ხელს უშლიან ჟურნალისტურ საქმიანობაში. 

გუშინ, 2022 წლის 23 ივნისს “TV პირველის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მხრიდან დისკრიმინაციის და აგრესიული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა საჯარო შეხვედრისას მის მიმართ არაერთხელ გამოიყენა არაკორექტული ლექსიკა, ისევე როგორც შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი, ასევე დისკრიმინაციული ფრაზები.

კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დოლიძის ქუჩაზე  “TV პირველის”  გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ეთიკის საბჭოს ფარგლებში შეისწავლოს პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის შესაძლო დარღვევის შესახებ.

სრულად...

გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა 

წყარო: კოალიცია მედიის დამოუკიდებლობისთვის


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023