თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგს მართავს.
ტრენინგის მიზანია საჯარო სამსახურის წარმომადგენლების ცოდნის და უნარების გაძლიერება სექსუალური შევიწროების მოკვლევის საკითხებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით.
ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობას იღებს 18 საჯარო მოხელე.
ტრენინგი იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა მხარდაჭერილი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)