თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აშკარაა დაუსჯელობისა და ხელისუფლების ლოიალობის ნიშნები ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების მიმართ.
„აშკარაა, რომ საგამოძიებო ორგანოები, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, თითქოს დემონსტრაციულად უარს აცხადებენ ამ ჯგუფის ქმედებები შეაფასონ ძალადობის ორგანიზებისა და შუღლის გაღვივების კონტექსტით, ასევე, უარს ამბობენ გამოვლენილ ქმედებებში სიძულვილის მოტივის გამოკვეთაზე, რითაც ფაქტობრივად ხელს უწყობენ კონსერვატიული პარტიისა და ალტ-ინფოს ლიდერების, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაფარვას და ნაკლებად მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამოყენებას. ეს მიდგომა წარმოშობს სიცარიელეს მართლწესრიგის სისტემაში და დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც სოციალური კონფლიქტებისა და დაპირისპირებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)