en
ge

სახალხო დამცველი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა

სახალხო დამცველი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა

თბილისი. 23 მაისს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის მონაცემები შეაჯამა და სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 100% მაჩვენებელი წარმოადგინა - სპეციალური სიგელი გადასცა.

„თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, მიუხედავად საქმისწარმოების ელექტრონულო სისტემაზე გადასვლისა, რაც თავისთავად აიოლებს ინფორმაციის გაცემას და ხელს უწყობს სტანდარტის ამაღლებას, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2017 წლიდან ყოველწლიურად უარესდება და 2021 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო რიცხვი მხოლოდ 54%-ს შეადგენს. ამ ფონზე, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში ინარჩუნებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და ჯეროვნად ასრულებს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023