თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანგარიშს: ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება - 2020-2021 წწ.
„ანგარიშის მიზანია, შეაფასოს კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონებისა და დადგენილებების მომზადების პროცესში. ანგარიში მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასებას 18 ნორმატიული აქტის მომზადების პროცესში, რომლებიც მიღებული იქნა 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე პერიოდში. შესაფასებლად შეირჩა 8 კანონი, 8 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და 2 მუნიციპალიტეტის ორგანოს ნორმატიული აქტი. შერჩეული მუნიციპალიტეტებია ოზურგეთი და ზუგდიდი“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)