ალბანეთი. 23-27 მაისს, ალბანეთში, ქალაქ ბერატში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, ისტორიკოსებს შორის დიალოგის პლატფორმის (Platform for Dialogue Between Historians) პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს ისტორიკოსის, როგორც მედიუმის როლი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, გარდამავალი სამართლიანობის პერიოდში და იმ ქვეყნებში, რომლებსაც ტრავმული უახლესი წარსული აქვთ.
აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ და მეზობელ ქვეყნებში ისტორიის სახელმძღვანელოების რევიზიაზე, რათა შეფასდეს - როგორ არის წარმოჩენილი ზოგიერთი ისეთი საკითხი, რომელზეც ამ ქვეყნებს შორის საერთო აზრი არ არსებობს.
ანტონ ვაჭარაძე შეხვედრაზე წარსდგა მოხსენებით - „საარქივო ღიაობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)