en
ge

8 ივნისს ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართება

8 ივნისს ოზურგეთში დასაქმების ფორუმი გაიმართება

გურია. საქართველოს გაეროს ასოციაციის ცნობით, 8 ივნისს, 10:30-დან 14:00 საათამდე, გურიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გაიმართება -  დასაქმების ფორუმი ოზურგეთში.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირების, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას.

დასაქმების ფორუმი ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ICI) Institute for Change and Innovation • ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი, პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის (SECTORs)“,  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) Education Development and Employment Center პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“; საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) UNA Georgia პროექტი „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)”; დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

თუ ხართ სამუშაოს მაძიებელი და გსურთ ფორუმში მონაწილეობა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023