თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით 7.1 მილიონი ერთეული ვიდეოჯარიმა გამოიწერა, ხოლო მათ შედეგად დარიცხული თანხა დაახლოებით 302 მილიონ ლარს აღწევს.
„2020 წელს ჯარიმების საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც პანდემიასთან და მის სამართავად დაწესებულ შეზღუდვებთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში კონტროლის შემსუბუქებასთან.
2020-2021 წლებში, 2019 წელთან შედარებით, თითქმის განახევრდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც დააკლდათ ან გაუნულდათ ქულები მართვის მოწმობაზე“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)