თბილისი. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პეტიციის შესახებ პრესკონფერენცია
გამართეს. ჯგუფში შემადგენლობაშიც არიან იურისტი თამარ გურჩიანი, სოციოლოგი იაგო
კაჭკაჭიშვილი, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, ფილოსოფიის
მეცნიერებათა დოქტორი თათა ცოფურიშვილი. მათ საზოგადოებას წარუდგინეს პეტიცია,
რომელსაც ორი დღის მანძილზე 12 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი და
ხელმომწერთა რაოდენობა კვლავაც იზრდება.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, დღეს წარუდგენს პეტიციას და მასზე ხელმომწერების რაოდენობას საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს - ამის შესახებ პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, თამარ გურჩიანმა პრესკონფერენციის დაწყების წინ განუცხადა media.ge-ს.
წყარო: media.ge