en
ge

არასრულწლოვანი დაზარალებულის საქმე საია-მ წარმატებით დაასრულა

არასრულწლოვანი დაზარალებულის საქმე საია-მ წარმატებით დაასრულა

სამეგრელო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ზუგდიდის ოფისი იცავდა არასრულწლოვანის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ეხებოდა 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტს (ორ ეპიზოდს).

ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, განიხილა მხარეთა საჩივრები და ცვლილება შეიტანა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 07 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოშიც, თუმცა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დარჩა უცვლელი.

სრულად...

წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)