სამცხე-ჯავახეთი. 31 მაისს, ახალციხეში სამოქალაქო კამპანია ეს ქვეყანა შენია-ს ფარგლებში, ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, გიორგი მშვენიერაძე, ნინო ზაუტაშვილი და მარიამ მჭედლიშვილი, ახალგაზრდებს ესაუბრნენ სამოქალაქო საზოგადოებაზე, სამოქალაქო ღირებულებებზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაზე.
შეხვედრაზე ასევე გამოცხადდა უკვე ტრადიციული კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“, რომლის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და ახალგაზრდების წახალისება ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)