იმერეთი. ქუთაისის კულტურულ-ახალგაზრდულ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალთა ქონებრივი უფლებების შესახებ.
„შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის 60+ ასაკის ქალთა კლუბის წევრები. „საფარის“ იურისტი იმერეთის რეგიონში, თეონა გოგლიჩაძე მათ ესაუბრა მემკვიდრეობის უფლებისა და მისი განხორციელების შესაძლებლობებზე.
გარდა კანონმდებლობისა, შეხვედრაზე განიხილეს მემკვიდრეობის მიღების პრაქტიკა ჩვენს საზოგადოებაში - როცა, ჩვეულებრივ, ოჯახის ქონების მემკვიდრედ ბიჭი შვილები ითვლებიან. ასევე, ტრადიციები და ის კულტურული გამოწვევები, რის გამოც ქალებს ქონების ფლობისა და მემკვიდრეობის მიღების უფლება ეზღუდებათ“.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)