თბილისი. 1საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და უნივერსიტეტის კანცლერს შეხვდა.
სტუდენტები უკვე ერთი თვეა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის, გამოცდების დისტანციურად ჩაბარების უფლებას და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას ითხოვენ.
ომბუდსმენმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სტუდენტები არ ითხოვდნენ შეღავათებს გამოცდებში. ისინი ითხოვენ შეღავათებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტში სწავლა და საგამოცდო პროცესი მოერგოს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, რაც აქვს თითოეულ მათგანს. მითუმეტეს, რომ ათასობით სტუდენტს მხოლოდ იმის გამო აქვს შეჩერებული სტატუსი, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს.
სახალხო დამცველმა უნივერსიტეტის კანცლერთან შეხვედრაზე სტუდენტებთან დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის პოლიტიკის სტუდენტის საჭიროებაზე მორგების აუცილებლობას და დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)