en
ge

მოხალისეობის რეგიონული ფორუმი

მოხალისეობის რეგიონული ფორუმი

მცხეთა-მთიანეთი. 14 ივნისს დუშეთში, ცენტრალურ სკვერში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის პოპულარიზაცია. ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია.

ფორუმს ესწრებოდა შტეფან მალერიუსი, რეგიონული პროგრამის „პოლიტიკური დიალოგი სამხრეთ კავკასია“ ხელმძღვანელი, კონრად ადენაუერის ფონდი. 

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ფორუმზე მცხეთა-მთიანეთის მოხალისეობის კვირეულის საინიციატივო ჯგუფებმა საკუთარი აქტივობები წარადგინეს, გამოვლინდა საუკეთესო მოხალისეობრივი აქტივობა (წეროვნის დევნილთა დასახლების საინიციატივო ჯგუფი - მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა) და გადაეცათ 150 ევროს ღირებულების პრიზი.

შეხვედრაზე გამოვლინდნენ ესეების კონკურსის „მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა“ გამარჯვებულები (ნატო გაბარაშვილი, საბა მანაქანაშვილი, დარეჯან ტურაშვილი), რომლებიც წიგნის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ჰაბმა საუკეთესო პარტნიორობისათვის სიმბოლური ჯილდო გადასცა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მცხეთის რეგიონულ ოფისს, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს.

ფორუმზე გაიმართა ახალგაზრდული კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ პრეზენტაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მელაძის საჯარო ლექცია თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი“.

ფორუმში მონაწილეობდნენ, მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ახალგაზრდები, პროფესიული სასწავლებლები, დღის ცენტრები, რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მოხალისებს,  რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ მთელი დღის განმავლობაში  დაუღალავად იშრომეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფორუმის წარმატებით განხორციელებაში.

მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

სრულად... 

წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)