სამეგრელო. 21 ივნისს, ზუგდიდში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს თემაზე: „რუსული ეკონომიკური გავლენები საქართველოში - არსებული მითები და ღია მონაცემების საშუალებით სინამდვილის დადგენა“.
„ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ბიზნეს რეესტრის, სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის ღია მონაცემების ბაზებსა და სხვა ვებგვერდებს, რომელთა საშუალებითაც ისინი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებენ“.
ტრენინგი ჩატარდა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის“ IMS (International Media Support) პროექტის ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)