თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა
აფხაზეთის მთავრობის თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების შესახებ
ინფორმაცია გამოაქვეყნა. „როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2012 წლის
მანძილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თანამდებობის
პირებზე პრემიის სახით სულ გაიცა 129 546.5 ლარი, საიდანაც ყველაზე მეტი, 30 948.5
ლარი დაერიცხა მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიას. 2013 წლის 1 იანვრიდან 1
მაისამდე პერიოდში აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის თანამდებობის პირებს სულ 32
855 ლარის პრემია დაერიცხათ, საიდანაც ყველაზე მეტი, 4 100 ლარი მიიღო აპარატის
უფროსმა გიორგი საჯაიამ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: opendata.ge