კახეთი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა.
დასაქმების ფორუმი ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებით და მისი ორგანიზატორები არიან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (TEDEC) პროექტი „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!) LEARN“, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი(CSRDG), კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი (KADC) „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA).
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)