თბილისი. სამოქალაქო საზოგადოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არაეფექტიანად საქმიანობისა და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვანი „შესრულების პრაქტიკას ეხმაურება.
„ბოლო პერიოდში საბჭოს მხრიდან გახშირდა ჩანიშნული სხდომების გაურკვეველი მიზეზებით გადადების შემთხვევები. პრობლემურია სხდომების დღის წესრიგის ზოგადი სახით ფორმულირება და მათი კანონით დადგენილ ვადაში გამოუქვეყნებლობაც. მსგავსი პრაქტიკა მნიშვნელოვნად ართულებს დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობას და ნეგატიურად აისახება საბჭოს ანგარიშვალდებულებისა და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხზე.
მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული ფუნქციები და ზედმიწევნით შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ:
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)