თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) აქვეყნებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის N10 (2021 წლის) ანგარიშს.
„საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა.
პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/ნომინირების საკითხიც.
კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას.
ასევე, კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)