en
ge

ეპარქიების მუნიციპალურ დაფინანსებაზე ბოლნისის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო

ეპარქიების მუნიციპალურ დაფინანსებაზე ბოლნისის სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი სასამართლო დავა მოიგო, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების საკითხს უკავშირდება. 

„ამ დავას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებს. სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. სასამართლო დაფინანსების ეს წესი დისკრიმინაციულად მიიჩნია.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მხოლოდ 1 კონფესიისთვის დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების რეგულარული გადაცემა, უთანასწორობის პრაქტიკას და განცდას ქმნის და მას გამაუცხოებელი სოციალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად... 

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)