აჭარა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ბათუმს ეწვივნენ და პლასტმასას ნარჩენების შეგროვება-დახარისხების ექსპერიმენტის შედეგებს გაეცნენ.
„ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, მათ ნარჩენების მდგრადი მართვის სხვადასხვა მოდელზე იმსჯელეს, ხოლო შემდეგ პლასტიკური ნარჩენების შეგროვების, დაპრესვისა და გადასამუშავებლად მომზადების პროცესს გაეცნენ.
იმედი გვაქვს, რომ სულ მალე, მსგავსი სქემა სამტრედიაშიც ამოქმედდება, ხოლო სამტრედიელები ნარჩენების მდგრად მართვაში ჩაერთვებიან.
ჩვენი მიზანია ეს გარემოსადმი მეგობრული და ქალაქის განვითარებისთვის სასარგებლო პრაქტიკა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დაინერგოს“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)