en
ge

პროექტის შედეგების პრეზენტაცია

თბილისი. 11 ივლისს, ფონდ „ღია საზოგადოება– საქართველოს" ოფისში სოციალური დაცვის ლიგამ პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დაცვის  ცენტრი გაიხსნა, რომელიც სხვადასხვა სერვისს უფასოდ სთავაზობდა შშმ ბავშვებს. მისი არსებობის განმავლობაში მომსახურება მიიღო 182–მა ბენეფიციარმა, ცხელ ხაზზე კი დაახლობით 2000–ზე მეტი ზარი შემოვიდა. პრეზენტაციაზე ვრცლად ისაუბრეს იმაზე, თუ რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში, რა პრობლემები და საჭიროებები გამოიკვეთა,  რომელიც შემდგომ მუშაობას საჭიროებს.  
„დიდი მოთხოვნაა უფასო რეაბილიტაციაზე და იგი უნდა გულისხმობდეს როგორც ფიზიკურ, ასევე ბავშვის გონებრივი განვითარების რეაბილიტაციას და აუცილებელად მორგებული უნდა იყოს ბავშვის განვითარების ინდივიდუალურ გეგმას"– აღნიშნა პრეზენტაციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლმა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა შშმ ბავშვების მშობლებზე ორიენტირებული სერვისების არსებობის საჭიროებასაც.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)